Accentnews.ge
„პირდაპირ დაპირისპირებაზე გადმოვიდნენ“ – პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

„პირდაპირ დაპირისპირებაზე გადმოვიდნენ“ – პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

12/07/2021 08:58:20 პოლიტიკა

პარლამენტის სასესიო დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პარლამენტში არ უშვებენ მედიამენეჯერებს, რომელთაც სპეციალური საშვები აქვთ. საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მხოლოდ „ტვ პირველის“ ხელმძღვანელმა ვატო წერეთელმა მოახერხა.

დეპუტატებს გაშველებაში მანდატურის სამსახური ჩაერთო.

„ვიტია ჯაფარიძე გადმოვიდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე, იგინებოდა, „გაჩერდი–მეთქი“, არ გაჩერდა და მიიღო პასუხი! როგორც კი შემოვედით, პირდაპირ დაპირისპირებაზე გადმოვიდნენ. მე შევთავაზე, რომ „სპეციალური სხდომა გავაკეთოთ და ვიმსჯელოთ ამ საკითზე“, ისინი კი დაპირისპირებაზე გადმოვიდნენ“,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „პროვოკაციაა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადამიანების ტრაგედიით ვაჭრობენ“.

სასესიო დარბაზში დაძაბულობაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S