Accentnews.ge
პარლამენტში ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად მინიმუმ, სამ ლოკაციაზე უსწორდებიან

პარლამენტში ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად მინიმუმ, სამ ლოკაციაზე უსწორდებიან

12/07/2021 08:52:04 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირებაა. ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.

დაპირისპირება დარბაზში მინიმუმ, სამ ლოკაციაზეა.

ოპოზიცია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს.

დაპირისპირება ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მედიამენეჯერებისა და აქტივისტების დარბაზში შესვლას მოჰყვა.

მოგვიანებით, ვითარება მანდატურებმა განმუხტეს.

მანდატურის სამსახური ამ დრომდე ცდილობს, ოპოზიციას, მედიამენეჯერებსა და აქტივისტებს დარბაზი დაატოვებინოს, თუმცა ჯერ–ჯერობით ამას ვერ ახერხებენ.

ამ წუთებშიც ისინი დარბაზში რჩებიან და ჯერ–ჯერობით გაურკვეველია, როდის დაიწყება სხდომა.

ვითარება ადგილზე კვლავ დაძაბული რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S