Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია"

ირაკლი კობახიძე: "კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია"

12/07/2021 08:36:56 პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილზე კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა იკისრონ, რომლებიც გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური ქულები დაიწერონ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა გამოძიება, გამოძიების ბოლომდე მიყვანა. სამწუხაროდ, არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გამჟღავნება. ეს ადამიანები - ნოდარ მელაძე, „ჭუტა“ და ნიკა გვარამია მორალური ფსკერი არიან. „ჭუტა“, მელაძე და გვარამია მედია არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S