"ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, ყველა დაისჯება უმკაცრესად"
12/07/2021 08:06:06 პოლიტიკა
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართულ აქციას "ანტისახელმწიფობერივს" უწოდებს და აცხადებს, რომ "ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, ყველა დაისჯება უმკაცრესად".
"ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მედიის წარმომადგენელია, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით, ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


