Accentnews.ge
ღარიბაშვილი – "ღირსების მარშზე": "მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჯარის აღლუმი"

ღარიბაშვილი – "ღირსების მარშზე": "მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჯარის აღლუმი"

12/07/2021 08:00:56 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, ქვეყნის მოსახლეობის 95% ეწინააღმდეგებოდა "ღირსების მარშის" ჩატარებას და „ქართული ოცნება", როგორც „ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, იძულებული იყო, მათი ნებისთვის ანგარიში გაეწია“.

"მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ, რატომ ვიყავით წინააღმდეგი აღნიშული ე.წ აღლუმის. ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს. მანამდე, სამი დღის განმავლობაში, აბსოლუტურად რაიმე შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ „კვირეულს“, არავითარი შეფერხება, არავითარი აგრესია არ ყოფილა, პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია, მაგრამ როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, რომელიც ვართ ხალხის მიერ არჩეული, ვართ იძულებული, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ. ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს, ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებისას.

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა დილიდან დაიწყეს მობილიზება, დაარბიეს მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისები. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S