Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაიძაბა

„ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაიძაბა

11/07/2021 11:59:37 პოლიტიკა, საზოგადოება

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციას აქტივისტებთან ერთად პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

არსებული ინფორმაციით, ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

ადგილზე დაძაბული ვითარებაა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ცდილობს ოფისში შესვლას, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

„იმისთვის, რომ არ გადაიზარდოს უარეს მდგომარეობაში, მე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია შევალთ „ოცნების“ ოფისში და დაველაპარაკებით, რომ ამ ქვეყანამ მშვიდობიანად გადალახონ კრიზისი, რომელშიც მათ ეს ქვეყანა შეიყვანეს. დავილაპარაკებთ, რა არის გამოსავალი. ამდენი პოლიციელი რომ ყოფილიყო რუსთაველზე, ასეთ შედეგს არ მივიღებდით“,– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აქტივისტებმა წითელი საღებავებით წარწერები გააკეთეს, რის გამოც ადგილიდან ორი პირი გაიყავეს.

„ნორმალური ხელისუფლება შეგვხვდებოდა იდაობის ნაცვლად, მაგრამ არა, გასაგებია, რომ დამნაშავეები არიან და შემალულნი არიან. პოლიტიკური სპექტრი დავივიწყოთ. ეროვნული საკითხია გადასაწყვეტი, ეროვნული ღირსებაა აღსადგენი, ყველანი ვბრუნდებით თბილისში!“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს მოჰყვა.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S