OSCE/ODIHR უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურას აკრიტიკებს
09/07/2021 20:04:54 პოლიტიკა
საქართველოს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა წარდგინების პროცესის ნაკლოვანებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ OSCE/ODIHR-ის მესამე შუალედურ ანგარიშშია საუბარი.
"მოსამართლეთა არჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა ყველა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის ფუნდამენტურია. შერჩევის პროცესში არ არსებობდა მკაფიო სტანდარტები და მითითებები, რაც უარყოფითად აისახა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად ", — განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ.
შუალედურ ანგარიშში საუბარია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ნაკლოვანებებზე. როგორც ODIHR აღნიშნავს, მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ შეძლო ფორმალური სამართლებრივი საფუძველი შეექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო კანდიდატების წარდგენა ვაკანტურ თანამდებობებზე. ანგარიშში აღნიშნულია შეშფოთება პროცედურების ეფექტიანობასა და თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებითაც.
"მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა უზრუნველყოფს მექანიზმს, რათა თავიდან იქნას აცილებული ინტერესთა კონფლიქტი, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების გადაცდომა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს როგორც სასამართლო სისტემა, ასევე მის საზოგადოების ნდობა", - ნათქვამია OSCE/ODIHR-ის მესამე შუალედურ ანგარიშში.


