Accentnews.ge
5 ივლისის მოვლენებზე პარლამენტი ვახტანგ გომელაურს მოუსმენს

5 ივლისის მოვლენებზე პარლამენტი ვახტანგ გომელაურს მოუსმენს

09/07/2021 14:33:23 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისში 5 ივლისის განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე შს მინისტრის მოსმენას ჯერ კიდევ გასულ კვირას დაგეგმილი ღირსების მარშის წინ მოითხოვდა.

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა დილიდან დაიწყეს მობილიზება, დაარბიეს მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისები. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს.

ოფისების დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის ამ დროისთვის 15 ადამიანია დაკავებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S