რუმინეთი საქართველოს AstaZeneka-ს 10 000 დოზას ჩუქნის
09/07/2021 10:36:43 პოლიტიკა
რუმინეთი საქართველოს AstaZeneka-ს 10 000 დოზას ჩუქნის.
არ კონკრეტდება ვაქცინის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა რუმინეთის ელჩი ამბობს, რომ ტექნიკურ დეტალებზე დიდი დრო არ დაიკარგება.
მხარე მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სამომავლოდაც მიაწოდოს თბილისს ინექციები. ბუქარესტმა მსგავსი დახმარება საქართველოსთან ერთად უკრაინასა და მოლდოვასაც გაუწია.
"გუშინ რუმინეთის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება და AstaZeneka-ს 10 000 დოზა მალე თბილისში ჩამოვა. ჩვენ მხოლოდ ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრების შეთანხმება დაგვრჩა და რუმინეთი თავის მხრივ უზრუნველყოფს ვაქცინის ტრანსპორტირებას საქართველოში. თუ საქართველო სამომავლოდაც მოგვმართავს დახმარების თხოვნით, რა თქმა უნდა ამას გავაგრძელებთ. იმედია კოვიდს მალე უკან ჩამოვიტოვებთ,"- აცხადებს R2-თან რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ.


