Accentnews.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს

09/07/2021 05:34:06 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია. მას გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს.

გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათ შერჩეულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ ისინი საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებენ.

კომისიის ერთ-ერთი წევრი, საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ სხვა კომისიის წევრებმა შერჩევის დროს ან დაბალი სტანდარტით იხელმძღვანელეს, ან წინასწარ იყვნენ ერთმანეთში შეთანხმებულები.

"პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ ორ კანდიდატს საზოგადოებაში არ ექნება მაღალი სანდოობა ბევრი მიზეზის გამო. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მე და ჩემმა კოლეგებმა სამოქალაქო სექტორიდან განსხვავებული პოზიციები დავწერეთ. ვფიქრობ, ამ გამოიყენეს ძალიან დაბალი სტანდარტი, ან იყო შეთანხმებული მოქმედება", - აცხადებს სიმონიშვილი.

რაც შეეხება კომისიის წევრობის 2 ვაკანტურ პოზიციას - სულ 5 კანდიდატი შეირჩა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარედგინოს.

პრეზიდენტი კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. თუ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი აირჩევს, მისი უფლებამოსილების ვადა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში 6 თვე იქნება.

ახალმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიას ადგილი უნდა დაიკავოს, რომელმაც თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S