Accentnews.ge
ვახტანგ გომელაური – თანამდებობიდან გადადგომაზე: "ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს"

ვახტანგ გომელაური – თანამდებობიდან გადადგომაზე: "ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს"

08/07/2021 11:08:00 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი მხრიდან თანამდებობის დატოვებაზე „ოცნებობენ“. ამის შესახებ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო.

„რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს “, - აცხადებს გომელაური.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მივიდა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა დაიბარეს, მან შემდეგი განაცხადა:

„ამას თავის პროცედურები აქვს. იქ არის თავისი პროცედურები, კანონი, წესი და როცა საჭირო იქნება, მივალ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S