Accentnews.ge
"პრეზიდენტს აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები, ყველა ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას"

"პრეზიდენტს აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები, ყველა ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას"

08/07/2021 11:05:55 პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მისი თქმით, პრეზიდენტი დაინტერესებული იყო დეტალებით, კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდა.

„პრეზიდენტს შევხვდი. მას აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე ადმინისტრაციული წესით. ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს. დაგვისვა კითხვები, კითხვებზე გავეცით პასუხი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს.

„პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ. ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება“, - განაცხადა გომელაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S