Accentnews.ge
"5–6 ივლისის მოვლენების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბრიუსელში განცხადების გაგზავნას ისეთივე შედეგი ექნება, როგორც პარლამენტის ფანჯრიდან ამაზე დაყვირებას"

"5–6 ივლისის მოვლენების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბრიუსელში განცხადების გაგზავნას ისეთივე შედეგი ექნება, როგორც პარლამენტის ფანჯრიდან ამაზე დაყვირებას"

08/07/2021 10:35:21 პოლიტიკა

"5–6 ივლისის მოვლენების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბრიუსელში განცხადების გაგზავნას ისეთივე შედეგი ექნება, როგორც პარლამენტის ფანჯრიდან ამაზე დაყვირებას", – ამის შესახებ ოპოზიცინერმა პოლიტიკოსმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

პოლიტიკოსი იმ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც 5–6 ივლისს თბილისის ქუჩებში განვითარებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა ქვეყანას მოუტანა:

  • "პირველი, აღმოჩნდა, რომ ჩვენთან საქართველოს მოქალაქეებზე კონსტიტუცია და კანონმდებლობა თანაბრად არ ვრცელდება. ანუ შეუძლიათ, ადამიანს აუკრძალონ ის, რაც მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული – შეკრების, მსვლელობის, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. საერთოდ არ მაინტერესებს, ვისი მანიფესტაცია უნდა ყოფილიყო, თუ ეს იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია, სექსუალური უმცირესობების, შევარდენით მონადირეების, ველოსიპედისტების თუ არქივარიუსების. კონსტიტუცია ან გვაქვს, ან – არა.
  • მეორე შედეგია ის, რომ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, თავისუფალი პრესა არაფერს ნიშნავს, ამ ადამიანებს შეიძლება ურტყა, დაამცირო, აგინო და სახელმწიფო ორგანოებიდან დამცავი არავინ ჰყავთ. მათი პროფესიული ვალდებულებების შესრულების დროს შეიძლება ეს ადამიანები სცემონ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • მესამე შედეგი არის ის, რომ თუ ხელისუფლებას დაწერილი აქვს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გასაგზავნი განცხადება, შეუძლია, დაახვიოს და წაიღოს ეროვნულ არქივში, რადგან ეს იქნება როგორც ისტორიული კურიოზი, რადგან პარლამენტის ფანჯრიდან რომ დაიყვირო, ზუსტად იგივე შედეგი ექნება, როგორც განაცხადის გაგზავნას ბრიუსელში და ეს გაცილებით იაფი დაჯდება.
  • მეოთხე შედეგია ის, რომ ამას ვამბობ უზარმაზარი გულისტკივილით როგორც ქრისტიანი, განსხვავებით იმ ბანდერლოგებისგან, რომლებიც თბილისის ქუჩებში თარეშობდნენ. როგორც ჩანს, საპატრიარქოში არის ჩაბუდებული შავრაზმელების ნაწილი, რომელთა მთავარი მიზანი მანიფესტაციები კი არ არის, არამედ ყოველნაირად ხელის შეშლა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S