Accentnews.ge
"ევროკავშირის წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია, მადლობა კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის"

"ევროკავშირის წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია, მადლობა კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის"

07/07/2021 17:20:02 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიერ ევროკავშირის დროშის ხელახლა აღმართვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80 %-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად არის დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველასთვის“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს. დღეს დილით პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კვლავ აღმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S