ევროკომისარი: „ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით“
07/07/2021 12:41:50 პოლიტიკა
ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე 5–6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძაალდობა სიკეთეს ვერ წარმოშობს.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, აღნიშნულ ფაქტებზე მან პრემიერთან ისაუბრა.
ევროკომისარმა ყურადღება პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფებნის მიერ ევროპკავშირის დროშიც ჩამოხევაზეც გაამახვილა ყურადღება.
„არ არსებობს ძალადობის სივრცე. ძალადობიდან არაფერი იშვება, არ წარმოიშვება არც მომავალში. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სხვა სახის დისკრიმინაციით, ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში – ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება. ამიტომ, გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი თავისუფლებას. ამიტომ, გვინდა, ვიხილოთ, როგორ განხორციელება პროცესები. ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ პარლამენტში მივედი დღეს დილით და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო“,– განაცხადა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, "ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, თავისი ხელით ააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი".
ევროკომისარმა ასევე ისაუბრა შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, მათ შორის, მართლმსაჯულების ნაწილში.
საპასუხოდ ღარიბაშვილმა კომისარს უთხრა, რომ მან ძალადობის ფაქტები საჯაროდ დაგმო:
„ეს არ არის არც მთავრობის, არც ეკლესიის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს შეიძლება იყოს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში, ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში, სამწუხაროდ“.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფაქტები გამოძიებული იქნება.
„გუშინ პოლიცამ 100 ადამიანი დააკავა. ამ ფაქტებს გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ჩვენი ქვეყნის ევროკავშიეისკენ მიმავალი გზა შეუქცევადია. ამ გზაზე გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას ქვეყნისთვის. ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს, ამ პროვოკაციებს დავძლეთ და საერთო მიზანს მივაღწევთ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაა“.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში განსხვავებულობის გამო დისკრიმინაცია არ ხდება და მთავრობა დისკრიმინაციის შესახებ კანონს აღასრულებს.
ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივი ჯგუფების წევრები პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.


