Accentnews.ge
ოლივერ ვარჰეი: "მადლობელი ვარ პარლამენტის ევროკავშირის დროშის თავის ადგილზე დაბრუნებისთვის"

ოლივერ ვარჰეი: "მადლობელი ვარ პარლამენტის ევროკავშირის დროშის თავის ადგილზე დაბრუნებისთვის"

07/07/2021 11:59:40 პოლიტიკა

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ "საქართველოში ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მისი განხორციელებისთვის"

"მქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. მოხარული ვარ, რომ დეპუტატები დაბრუნდნენ პარლამენტში. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც დებატები უნდა გაიმართოს. ახლა ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და იმუშაოს ერთად მისი შესრულებისთვის”, – წერს ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.

იგი ასევე წერს, რომ შეხვედრაზე საქართველოში ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

მისი თქმით, ძალადობა და ვანდალიზმი აბსოლუტურად მიუღებელია.

„ასევე განვიხილეთ ბოლო ორი დღის მოვლენები. ძალადობა და ვანდალიზმი აბსოლუტურად მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლება არ უნდა დააბრკოლოს ძალადობამ ან ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციამ. მადლობელი ვარ პარლამენტის ევროკავშირის დროშის თავის ადგილზე დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S