კალაძე აცხადებს, რომ 5–6 ივლისს შსს–ს ეფექტური იყო
07/07/2021 10:38:23 პოლიტიკა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შსს 5–6 ივლისს მიმდინარე მოვლენებისას ეფექტური იყო დამან პოლიციას მადლობა გადაუხადა.
„შს იყო ეფექტური. თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი და მინდა, პოლიცოელებს მადლობა გადავუხადო“,– განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მან ძალადობა დაგმო:
„ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვბრობს, ძალადობის წინაღმდეგი იქნება“.
რაც შეეხება ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ორჯერ ჩამოხევას, კალაძე ამბობს:
„ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას აქვს. ის, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი, ევროპელები ვართ, დღეს და გუშინ არ დაწყებულა“.
ამასთან, კალაძე ამბობს, რომ „ღირსების მარშის“ გამართვა არ იყო მიზანშეწონილი
„გამოხატვის თავსიუფლება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ, არსებობს პასუხისმგებლობა, რომ შენი გამოხატვის თავსიუფლებით სხვისი უფლებები არ შელახო. ეს ადამიანები არსებობენ, აქვთ ცხოვრების შესაძლებლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე – არავინ დასდევს მათ, არავინ ლახავს მათ უფლებებს“.
ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივი ჯგუფების წევრები პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.


