Accentnews.ge
ტიკარაძე გმობს კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას

ტიკარაძე გმობს კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას

07/07/2021 07:49:32 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გმობს კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას.

"მინდა, გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს და აუცილებლად მინდა დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, საით მივდივართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ოჯახის წევრობა.

თითოეული მსგავსი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვაშორებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ მოვნახოთ ის გზები, რითაც ჩვენ მოვახდენთ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და შესაბამისად, აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად და ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ევროპული ტრადიცია", - ამბობს მინისტრი.

ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.

6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. დაშავდნენ პოლიციელებიც. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S