Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე მორალურ პასუხისმგებლობას გერმანიასა და საფრანგეთს აკისრებს

უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე მორალურ პასუხისმგებლობას გერმანიასა და საფრანგეთს აკისრებს

07/07/2021 06:15:13 პოლიტიკა

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე მორალურ პასუხისმგებლობას გერმანიას და საფრანგეთს აკისრებს. ამის შესახებ მან უკრაინულ „ფორბსთან“ განაცხადა.

როგორც დანილოვი განმარტავს, რუსეთი საქართველოს და უკრაინას თავს მაშინ დაესხა, როდესაც გერმანიამ და საფრანგეთმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების ბლოკირება მოახდინეს. სწორედ აქედან გამომდინარე აკისრებს დანილოვი მათ ოკუპაციაზე მორალურ პასუხისმგებლობას.

დანილოვი იხსენებს, რომ 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებს საფრანგეთი აწარმოებდა, საბოლოოდ „საქართველომ საკუთარი ტერიტორიის ნაწილი დაკარგა, საფრანგეთმა კი სანაცვლოდ რუსეთისგან ვერტმფრენმზიდზე მიიღო შეკვეთა“.

დანილოვი ამბობს, რომ კიევში შეხვედრის დროს, დახურულ კარს მიღმა გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებს აღნიშნულს ყოველთვის ახსენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S