Accentnews.ge
"მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება" - კახა კუჭავამ  პარლამენტთან დროშა აღმართა

"მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება" - კახა კუჭავამ პარლამენტთან დროშა აღმართა

07/07/2021 05:54:52 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ძალადობრივი ჯგუფების მიერ დამწვარი ევროკავშირის დროშა, პარლამენტთან კვლავ აღმართა..

"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან"- აცხადებს კუჭავა.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს, პოლიციამ ძალადობრივ ჯგუფებს კორდონი გაუხსნა და რუსთაველის გამზირის დაკავების უფლება მისცეს. მათ 5 ივლისის მსგავსად, 6 ივლისსაც ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა და დახიეს. კეთდებოდა ნატო–ს და ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები.

შსს იუწყება, რომ ძალადობრივი მოვლენების ფონზე 100 პირი დააკავეს, თუმცა მათგან 68 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S