კინზინგერი: "ვაკვირდები ძალადობას თბილისში, გადავწყვიტე, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან"
07/07/2021 04:36:34 პოლიტიკა
რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეცდება, გაარკვიოს, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან.
„ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვიზიარებ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადავწყვიტე, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების“, – წერს კინზინგერი.


