„ჟურნალისტებზე უარეს სიძულვილს დაიმსახურებთ“ – ძალადობრივი ჯგუფები შსს–სგან დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ
06/07/2021 20:43:28 პოლიტიკა
ძალადობრივი ძგუფის წევრები, რომლებსაც ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქვთ დაკავებული, შს სამინისტროს დაპატიმრებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებიან, რომ „ჟურნალისტებზე უარეს სიძულვილს დაიმსახურებენ“.
აქციაზე ისმის ჰომოფობიური, ასევე პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელი, ნატო–ს და ევროკავშირის და ნატო–ს საწინააღმდეგო, პოლიტიკური განცხადებებიც, მათ შორის, რიგი კანონების მიღების აუცილებლობის თაობაზე. ისმის ძალადობრივი მოწოდებები. მსგავს მიმართვებს შეკრებილი საზოგადოება აპლოდისმენტებით ხვდება.
აქციაზე იმყოფებიან სასულიერო პირები, გურამ ფალავანდიშვილი.
ცნობისთვის: სოლიდარობის აქციის წევრებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს, ძალოვანებმა ადგილიდან გაიყვანეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, ამის შემდეგ კი ძალადობრივ ჯგუფებს რუსთაველის გამზირის დაკავების უფლება მისცეს. კონტრაქციის მონაწილეებმა 5 ივლისის მსგავსად ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.


