შსს–მ რადიკალურ ჯგუფებს რუსთაველის დაკავების უფლება მისცა, მათ კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა
06/07/2021 19:50:16 საზოგადოება
მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სპეცრაზმი, სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანა, შსს–მ რადიკალური ჯგუფის წევრებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დაკავების უფლება მისცეს. მათ პარლამენტის წინ 5 ივლისის მსგავსად ჩამოხსნეს ევროკავშირის და აღმართეს საქართველოს დროშა.
მანამდე კი ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდნენ, ისროდნენ ბოთლებს, ქვებს, კვერცხებს, პიროტექნიკას.
ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერირორია დატოვებული აქვთ სოლიდარობის აქციის მონაწილეებს.


