Accentnews.ge
ეუთო-ს წარმომადგენელი: "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატარონ სწრაფი გამოძიება დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად"

ეუთო-ს წარმომადგენელი: "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატარონ სწრაფი გამოძიება დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად"

06/07/2021 13:50:59 პოლიტიკა

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი ტერეზა რიბეირო გმობს თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებს.

„თბილისში, გუშინ ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო შოკირებული ვარ და მკაცრად ვგმობ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს. მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა, თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატარონ სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად“, – აცხადებს რიბეირო.

ამასთან, მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უკანასკნელ წლებში ქვეყანაში განხორციელებული ყველა ძალადობრივი ინციდენტისა და მედიის მუშაკების მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე გამოძიებები ბოლომდე მიიყვანოს.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.

განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S