Accentnews.ge
"საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის უფლება და პასუხისგებაში მისცენ მოძალადეები"

"საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის უფლება და პასუხისგებაში მისცენ მოძალადეები"

06/07/2021 05:50:56 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი ნედ პრაისი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ძალადობრივ თავდასხმებს გმობს.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.

განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S