Accentnews.ge
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – თბილისის მოვლენებზე: "ხელისუფლებას აქვს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები"

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – თბილისის მოვლენებზე: "ხელისუფლებას აქვს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები"

05/07/2021 17:11:48 პოლიტიკა, საზოგადოება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ მომხდარი ძალადობა არის იმის სავალალო ილუსტრაცია, რომ საფრთხე შეიძლება განმეორდეს. ხელისუფლებას აქვს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები, რათა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება შესაძლებელი იყოს და დემონსტრატები და ჟურნალსიტები თავს დაცულად გრძნობდნენ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - წერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S