Accentnews.ge
ბუჩუკური: "ადამიანების ძალადობისგან დაცვის პრევენციული ფუნქცია სახელმწიფომ ვერ შეასრულა"

ბუჩუკური: "ადამიანების ძალადობისგან დაცვის პრევენციული ფუნქცია სახელმწიფომ ვერ შეასრულა"

05/07/2021 13:39:18 პოლიტიკა

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და ადამიანები ძალადობისგან ვერ დაიცვა.

მისი თქმით, ახლა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ რაც შეიძლება დროულად დაისაჯოს თითოეული მოძალადე.

“ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება არ არის ერთი რომელიმე ჯგუფის პრობლემა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პრობლემა, ვინაიდან ეს აზიანებს სახელმწიფოს. შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. დემოკრატიის მარტივი ლოგიკაა… ცალკე უდიდესი პრობლემაა მიზანმიმართული ძალადობა ჟურნალისტებზე… ახლა მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე – რაც შეიძლება დროულად აღიკვეთოს ძალადობა და რაც შეიძლება დროულად დაისაჯოს თითოეული მოძალადე! ფაქტია, რომ ადამიანების ძალადობისგან დაცვის პრევენციული ფუნქცია სახელმწიფომ, სამწუხაროდ, ვერ შეასრულა…” – წერს ბუჩუკური სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S