იან კელი: "სამწუხარო დღეა როგორც საქართველოსთვის, ისე მისი მხარდამჭერებისთვის"
05/07/2021 13:18:31 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სამწუხარო დღეა როგორც საქართველოსთვის, ისე მისი მხარდამჭერებისთვის".
"საელჩოების განცხადება ძლიერი გზავნილია. დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ საქმიანობას. სამწუხარო დღეა როგორც საქართველოსთვის, ისე მისი მხარდამჭერებისთვის", წერს იან კელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.


