Accentnews.ge
ლიეტუვის ელჩი – თბილისში განვითარებულ მოვლენებზე: "მსგავსი ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი"

ლიეტუვის ელჩი – თბილისში განვითარებულ მოვლენებზე: "მსგავსი ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი"

05/07/2021 12:33:38 პოლიტიკა

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

"თბილისში დღევანდელი ძალადობა პრესისა და მედიის წარმომადგენლებზე მაშინ, როცა ისინი თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ, მიუღებელია. მსგავსი ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. სამართალდამცავი ორგანოებისგან უნდა დაიწყოს სწრაფი გამოძიება ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად",- წერს ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S