Accentnews.ge
„რაც თბილისის ქუჩებში ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“

„რაც თბილისის ქუჩებში ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“

05/07/2021 12:29:17 პოლიტიკა

“სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა”- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციას, რომელიც რამდენიმე საათია თბილისის ცენტრში მინდინარეობს.

„რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. დღევანდელი ხელისუფლება თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში – დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში – გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ! თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!” – წერს მელია.

მიმდინარე მოვლენებს პარტია "ლელო" ეხმაურება და აცხადებს, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების უმოქმედობა დანაშაულში თანამონაწილეობაა.

პარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები და დასაჯოს როგორც ძალადობის ორგანიზატორები და ასევე მასში მონაწილე პირები.

"სახეზეა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები. ხელისუფლების უმოქმედობა ამ კრიზისულ ვითარებაში არის დანაშაულში თანამონაწილეობა.

თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ.

ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს.

ხელისუფლებამ დღევანდელი პოზიციით უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, ეს კი ნიშნავს ტიპიური რუსული მმართველობის მოდელის დანერგვას ქვეყანაში.

ამით ხელისუფლებამ ზურგი აქცია სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება.

შედეგად ვიხილეთ - არასამთავრობო ოფისების დარბევა, პარლამენტის წინ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა, სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები, შეშინებული მოქალაქეები და გაუქმებული მშვიდობიანი შეკრების უფლება! დღეს ქვეყანაში კონსტიტუცია აღარ მოქმედებს!", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა: დაარბიეს პარლამენტთან გაშლილი საპროტესტო კარვები, ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" და „პრაიდის“ ოფისები, კვერცხები დაუშინეს „გირჩის“ ოფისს. ამ დროისტვის მედიას რუსთაველზე გადაადგილება სეზღუდული აქვს, რადგან პოზიცია ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, თავად ძალადობრივი ჯგუფები კი თავისუფლად გადაადგილდებიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული არავინაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S