Accentnews.ge
ბოკერია – ძალადობაზე: "გამოსავალი არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად"

ბოკერია – ძალადობაზე: "გამოსავალი არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად"

05/07/2021 12:25:27 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგა ბოკერია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დღევანდელი დღე არის უმძიმესი ქართული დემოკრატიისთვის.

მისი თქმით, გამოსავალი არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად.

„დღეს არის უმძიმესი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისათვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ჩვენ თვალწინ არის ღია ალიანსი ივანიშვილის რეჟიმის და პროპუტინური მოძალადე ჯგუფების და ეს ხალხი ღიად გვეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ერთ უმცირესობის ჯგუფს კი არ უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან იდეას თავისუფალი საქართველოს და დასავლური არჩევანის და გვექაჩებიან პუტინისტური ჭაობისაკენ. ისინი დღეს თავს დაესხნენ აქტივისტებს პარლამენტის წინ, ოპონენტებს ხელისუფლების, სირცხვილიას ოფისს, მედიას, ჟურნალისტებს განსაკუთრებული სისასტიკით, სიმბოლურად ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა, არც მალავენ და ბრმები უნდა ვიყოთ პოლიტიკურად ეს რომ ვერ დავინახოთ და ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ პირში, განსაკუთრებით სასულიერო პირებში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და ამ არჩევანს თავს ახვევს ჩვენ ქვეყანას, პუტინისტურ არჩევანს. აქედან გამოსავალი არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად და ამის გარეშე, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამ ჭაობიდან ამოსვლის", - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S