„ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია!“
05/07/2021 12:23:43 პოლიტიკა
სახელისუფლები გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს.
„პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან. განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ამაზე აღარ შევჩერდები. აქ ყველაფერი ნათელია...
ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ძალადობის ფაქტებს შევეხები:
რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს რომელიმე მედიის საქმიანობა, ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია!“.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა: დაარბიეს პარლამენტთან გაშლილი საპროტესტო კარვები, ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" და „პრაიდის“ ოფისები, კვერცხები დაუშინეს „გირჩის“ ოფისს. ამ დროისტვის მედიას რუსთაველზე გადაადგილება სეზღუდული აქვს, რადგან პოზიცია ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, თავად ძალადობრივი ჯგუფები კი თავისუფლად გადაადგილდებიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული არავინაა.


