Accentnews.ge
"მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ"

"მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ"

05/07/2021 12:21:45 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტანენტის უფროსი ნინო გიროგობიანი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ მსგავს ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", – აცხადებს გიორგობიანი.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S