Accentnews.ge
"გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლებაზე საუბარი ამ ქვეყანაში ილუზიაა"

"გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლებაზე საუბარი ამ ქვეყანაში ილუზიაა"

05/07/2021 12:00:30 პოლიტიკა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ გამოხატვის, შეკრების, მედიის თავისუფლებაზე საუბარი ამ ქვეყანაში ილუზიაა.

"ის რაც დღეს ხდება უბრალოდ სირცხვილი არ არის. დღეს კარგად ჩანს, რამდენად საშიშ რეალობაში ვცხოვრობთ. კარგად ჩანს რომ ნებისმიერი საუბარი გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე და ა.შ. ამ ქვეყანაში არის ილუზია, წყალი, ბოდვა.

დღეს ასევე გამოჩნდა რომ წინა დღეების განმავლობაში პრაიდთან დაკავშირებით გაკეთებული მოზომილი განცხადებები ნებისმიერის მხრიდან, განპირობებული იყო ან შიშით ან ნაბიჭ..ობით.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო შენობის შტურმის ჰიპოთეტური საფრთხის გამო ახალგაზრდებს თვალებს თხრიან რეზინის ტყვიებით, მაგრამ არაფერს ეუბნებიან ხალხს რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, სცემს ჟურნალისტებს და ოპერატორებს, თავში ჯოხს ურტყამს პოლიციელს

ნუ, მაქსიმუმ ხვალ დააჯარიმონ სიმბოლურად და გამოუშვან. აქ მთავარი ვიღაცეების ძალაუფლებაა. ამ ძალაუფლების ხელიდან არ გაშვების გამო, დედას გიტირებენ. და ეს ძალაუფლება ახლა საპარტიარქოს და ოცნების ხელშია. ბოდვაა რომ ისინი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ერთად არიან, ერთნი არიან, ერთი ბნელი მხარეა ორივე და ძალაუფლება და ფული არის ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ.

ქრისტიანობა და ეკლესია ისეთივე შირმაა ერთისთვის, როგორც პროევროპულობა და პროდასავლურობა მეორისთვის. ამ სიმბიოზის დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. არანაირი გაქცევა, არანაირი შიში, არანაირი ჩაჯ.. ზუსტად ეგ უნდათ მაგათ. ესენი უნდა გავუშვათ მშვიდად და ცივილიზებულად. ორივე ერთად!", – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S