Accentnews.ge
უგულავა – ილია მეორეს: "გრცხვენოდეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ"

უგულავა – ილია მეორეს: "გრცხვენოდეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ"

05/07/2021 09:37:36 პოლიტიკა, საზოგადოება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მომხდარის გამო საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს აკრიტიკებს.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირზე პუტინისტი "რუსები დგანან, ხოლო საპატრიარქომ რუსთაველის გამზირი გოლგოთად აქცია".

"რუსთაველზე ფაქტობრივად, პუტინისტი რუსები დგანან. ჯაღმაიძე უწყვეტ ხაზზე ქურდივით დაიარება. იაკობი გაიძახის: "ჰკა მაგას! ჯვარს აცუთ ეგე!" ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა. პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს. დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია. საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად, მისი გადაფარვა გადაწყვიტეს. მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის "მეხუთე კოლონა" ხართ. გცხვენიდეთ თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ. ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად, სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით: "რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს", "არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S