Accentnews.ge
საპატრიარქოს წარმომადგენლები ძალადობრივი აქტების გამართლებას ცდილობენ

საპატრიარქოს წარმომადგენლები ძალადობრივი აქტების გამართლებას ცდილობენ

05/07/2021 09:06:04 პოლიტიკა, საზოგადოება

საპატრიარქოს წარმომადგენლები თბილისში მიმდინარე ძალადობაზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე, პასუხისმგებლობას არა მოძალადეებს, არამედ „ღირსების მარშის“ მონაწილეებს აკისრებენ და ერთგვარად ცდილობენ ძალადობრივი აქტების გამართლებას.

„ვინც დააორგანიზა, დაძაბა სიტუაცია, მათ ეკისრება პასუხისმგებლობა. არ მივესალმებით ძალადობას, დაუშვებელი ფაქტია, მაგრამ გააკეთა ეს ყველა იმან, ვინც აღვივებენ დაპირისპირებას“,– განაცხადა საპატრიარქოს პრეს–სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ.

„ხალხი აღგიქვამთ ისე, თითქოს მხარე ხართ, აგრესია გადმოდის თქვენზე. ვინც როგორ აღიგვამთ, ისე მოგექცევიან. ვინც გცემათ, თქვენი და იმ ხალხის საქმეა“– ამგვარად განმარტა მეუფე იაკობმა.

მან ტრადიციულად ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენა ღირსების მარშის მონაწილეების მიმართ და განაცხადა, რომ თუ მათ „დიპკორპუსი დაუდგება უკან, ისეთივე აგრესორები იქნებიან, როგორც რუსები, რომელთაც დაიპყრდეს ჩვენი ქვეყნის 20%“:

„ჩვენს ზნეობაში, ტრადიციებში იჭრებიან!“.

მოგვაიენებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა:

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა. სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვცრელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას.უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას" - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S