Accentnews.ge
მსხვერპლის დაანონსების ფონზე, რუსთაველზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არაა მობილიზებული

მსხვერპლის დაანონსების ფონზე, რუსთაველზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არაა მობილიზებული

05/07/2021 08:17:08 პოლიტიკა

ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრდან მსხვერპლის დაანონსების ფონზე, ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არაა მობილიზებული. არ ჩანს სპეცრაზმი ან სპეციალური ტექნიკა, მხოლოდ ადგილზე მობილიზებული პოლიციელები ცდილობენ მოძალადეებისგან იხსნან ადამიანები, რომლებიც რადიკალური ჯგუფის წევრების სამიზნეები აღმოჩნდებიან ხოლმე. განსაკუთრებული აგრესია ამ ეტაპზე მათ ჟურნალისტების მიმართ აქვთ. იყო ძალადობის რამდენიმე ფაქტი.

რადიკალური ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან. არც ამ ლოკაციაზე შეიმჩნევა პოლიციის სათანადო რაოდენობა. არსებული ინფორმაციით, ოფისში ორგანიზაციის წევრები არ იმყოფებიან.

დღის პირელ ნახევარში კი მმართველი გუნდის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S