Accentnews.ge
თაბაგარი ღარიბაშვილს ორ „ტყუილში“ ამხელს

თაბაგარი ღარიბაშვილს ორ „ტყუილში“ ამხელს

05/07/2021 08:04:49 პოლიტიკა

თბილისი პრაიდის დირექტორი გიორგი თაბაგარი პრემიერ–მინისტრის განცხადებას ეხმიანება და ირაკლი ღარიბაშვილს ორ ტყუილში ამხელს.

თაბაგარის თქმით, ერთი უკავშირდება ღონისძიების ენმ–სთან კავშირს და ამბობს, რომ ღონისძიების ორგანიზების პროცესში ენმ–ის არც ერთ წევრს არ შეხვედრია.

თაბაგარის შეფასებით, მეორე ტყუილი უკავშირდება ღარიბაშვილის განცხადებას, თითქოს შსს–მ მათ ღონისძიებისთვის რამდენიმე ლოკაცია შესთავაზა. თაბაგარი ამბობს, რომ შეთავაზება შეეხებოდა მხოლოდ საგამოფენო დახურულ სივრცეს.

"ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერ მინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა!"- განაცხადა თაბაგარმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხისშემცველია.

"დღეს დაანონსებული "მარში" მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ აქციის ჩატარება მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს", - თქვა მან.

პრემიერმა 5 ივლისის მთავრობის სხდომა ჰომოფობიური განცხადებით დაიწყო და თქვა ისიც, რომ ლგბტ თემი "ჩვეულებრივად ცხოვრობს" და მათ მიმართ არცერთი დისკრიმინაციული ფაქტი არ არსებობს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ამტკიცებს, რომ ღირსების მარშის უკან ოპოზიცია დგას.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, სწორედ ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით, უკეთებს მარშს ორგანიზებას.

მანვე მიმართა ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებმაც "ღირსების მარშის" კონტრაქცია დააანონსეს და თქვა, რომ მათაც აქვთ გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად "ღირსების მარშის" კონტრაქციას მართავენ. მანამდე მათ ტერიტორიაზე განლაგებული ოპოზიციის კარვები დაარბიეს და ისე დაიკავეს ადგილი.

დღეს, 5 ივლისს 18:00 საათზე "ღირსების მარშია" დაანონსებული. ორგანიზატორები დღის განმავლობაში გაავრცელებენ მათ სამოქმედო გეგმას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S