Accentnews.ge
„თბილისი პრაიდის“ უკან სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგანან"

„თბილისი პრაიდის“ უკან სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგანან"

05/07/2021 07:15:58 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ უკან საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგანან. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათი მიზანი ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანაა.

„დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S