Accentnews.ge
"მიმაჩნია, რომ "ღირსების მარშის" ჩატარება არ არის მიზანშეწონილი; ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები და მათ ყველამ უნდა სცეს პატივი"

"მიმაჩნია, რომ "ღირსების მარშის" ჩატარება არ არის მიზანშეწონილი; ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები და მათ ყველამ უნდა სცეს პატივი"

05/07/2021 07:06:25 პოლიტიკა

"მიმაჩნია, რომ "ღირსების მარშის" ჩატარება არ არის მიზანშეწონილი; ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები და მათ ყველამ უნდა სცეს პატივი", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, გახსოვთ ალბათ, ჩემივე ინიციატივით, ექვსი წლის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფიცინიციის განსაზღვღრა და ჩაწერა, რაც ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით. ამით ეს საკითხი დარეგულირდა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადმაიანები, არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გვამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ამას ვგებულობთ როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები, მათ კონსტიტუციური უფლებაა. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ, რომ მათი აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა, მივმართო მათ, გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება. კერძოდ, პოლიციის მიერ შეფასებული რისკების შეფასება და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს საქართველოა და ამ ქვეყნის ტრადიციებს ყველამ უნდა სცეს პატივი:

"ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა. მე როგორც მთავრობის მეთაური არ დავუშვებ არავითარ ქაოსსა და სამოქალაქო დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და დღევანდელი დღე ჩავატაროთ ძალიან მშვიდად. კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები და წესები და მათ ყველამ უნდა სცეს პატივი", – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S