Accentnews.ge
კელი: "მჯერა პოლიცია "ღირსების მარშის" მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფს, თავისუფლება აუცილებლად დასაცავია"

კელი: "მჯერა პოლიცია "ღირსების მარშის" მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფს, თავისუფლება აუცილებლად დასაცავია"

05/07/2021 06:41:23 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში ​შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი დღეს დაგეგმილ "ღირსების მარშს" ეხმიანება და აცხადებს, რომ თავისუფლება აუცილებლად დასაცავია.

"ყოჩაღ ქართულ პოლიციას, რომ პარასკევს ქართველი მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვა. მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მარში დაიცვან და მისი მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყონ. თავისუფლება მყიფე და აუცილებლად დასაცავია",- წერს იან კელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. "პრაიდის" კვირეული 1 ივლისს ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ "პრაიდის" მოწინააღმდეგეები, ისინი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.

კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. შსს–ს ცნობით, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

საპატრიარქომ მარშის პარალელურად, კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა.

იგი ორი პარაკლისის ჩატარების მიზეზად მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს ასახელებს.

"ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, რომ ორშაბათს, 5 ივლისს, ლოცვა ჩატარდეს შუადღისასაც, ვაცხადებთ: პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადახდილი იქნება 13 საათზეც. ასე რომ, სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13 საათზე, ისე 17 საათზე", - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S