Accentnews.ge
"სტრატეგია აღმაშენებელი" უზენაესის მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

"სტრატეგია აღმაშენებელი" უზენაესის მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

05/07/2021 06:37:52 პოლიტიკა

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლეების არსებული პრინციპით დანიშვნა მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

"მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას:

  • შეასრულოს სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება
  • შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების განხილვის პროცესი
  • იურიდიული კომიტეტის ფორმატში შეიქმნას სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფი და ამ ფორმატში მომზადებული და განხორციელებული სასამართლო რეფორმების შემდეგ, დაიწყოს ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალიდან დაიწყება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S