აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ნაღმების რუკების სანაცვლოდ, სომხეთის 15 მოქალაქე სამხედრო პირი გათავისუფლდა"
03/07/2021 19:16:45 პოლიტიკა
ნაღმების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე სამხედრო პირი გაათავისუფლა.
ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ინიციატივით, სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს ფიზულინისა და ზანგილანის რაიონში განთავსებული 92 ათასი ნაღმის რუკები გადასცა.
სომხეთის მხრიდან ჰუმანური ნაბიჯის სანაცვლოდ, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის 15 მოქალაქის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ".
მისი ცნობით, ასევე შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
ამავე თემაზე: „კავკასიაში 100 წლის განმავლობაში პირველად, ვითარება არსებითად იცვლება“ – ძალთა გადანაცვლება რეგიონში
"საქართველომ სომხეთ–აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის შესრულებით მნიშვნელოვანი პასუხი გასცა რუსეთს"


