Accentnews.ge
"დროა": "ზუგდიდის მერია იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ შენობაში რესტორანს მოაწყობს"

"დროა": "ზუგდიდის მერია იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ შენობაში რესტორანს მოაწყობს"

02/07/2021 17:19:21 პოლიტიკა

ანაკლიაში, იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ შენობაში ზუგდიდის მერიამ კაფე-რესტორნის მოწყობა გადაწყვიტა - იუწყება პოლიტიკური ორგანიზაცია "დროა".

ორგანიზაციის ინფორმაციით, ანაკლიის სანაპიროზე მდგარი შენობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აშენდა და თავიდანვე კაფე-რესტორნისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა 2013 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობაში იუსტიციის სახლის მოწყობა გადაწყდა.

„შემდეგ აზრი შეიცვალეს. ზუგდიდის მერიამ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ შენობაში ისევ რესტორნის მოწყობა აჯობებდა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2019 წლის 19 აპრილს შპს დამბასთან გააფორმა 2 129 650 ლარის ღირებულების ხელშეკრულება", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში, ასევე, საუბარია, რომ აღნიშნული შპს-ს მფლობელი გიორგი ჯაბიძეა, მმართველი პარტიის შემომწირველი. დროას ინფორმაციით, ჯაბიძემ ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა.

პოლიტიკური ორგანიზაციის ცნობით, კაფე-რესტორანი წელს უნდა გაიხსნას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S