Accentnews.ge
ვინ შეარჩევს ცესკო–ს თავმჯდომარეობის კანდიდატს – კომისიის შემადგენლობა

ვინ შეარჩევს ცესკო–ს თავმჯდომარეობის კანდიდატს – კომისიის შემადგენლობა

01/07/2021 19:25:57 პოლიტიკა

საკონკურსო კომისიაში, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები შედიან.

კომისიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

შესაბამისი განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა.

კომისიის შემადგენლობაში შემდეგი 11 პირი შედის:

  • გიორგი კლდიაშვილი - ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ნიკოლოზ სიმონიშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  • თათია ქინქლაძე - ა(ა)იპ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტის კოორდინატორი;
  • ლევან ნატროშვილი - ა(ა)იპ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
  • არნოლდ სტეფანიანი - ა(ა)იპ - კავშირი საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
  • ზვიად გაბისონია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
  • მარინე ჩიტაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
  • სოფიო მიდელაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • გიორგი იაშვილი - სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
  • რევაზ კლდიაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
  • შალვა ქურდაძე - ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S