Accentnews.ge
გახარია – "პრაიდზე":" შსს-ში ყოფნისას ყველაფერს ვაკეთებდით, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე დაგვეცვა"

გახარია – "პრაიდზე":" შსს-ში ყოფნისას ყველაფერს ვაკეთებდით, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე დაგვეცვა"

01/07/2021 10:01:59 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით აცხადებს, რომ როცა ის და მისი გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ "მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ქალაქში სიმშვიდე" დაეცვათ.

მისი თქმით, ყველამ და პირველ რიგში, მთავრობამ უნდა დაიცავს კონსტიტუცია.

"საქართველოს ყველა მოქალაქემ და პირველ რიგში მთავრობამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, მე, როდესაც ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნებისმიერ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში დაგვეცვა. ეს არის უპირველესი ვალდებულება სახელმწიფოსი და სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ ქვეყანაში სიმშვიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს", - განაცხადა გახარიამ.

2019 წელს, როდესაც "თბილისი პრაიდმა" პირველად დაანონსა ქუჩაში მსვლელობა, გიორგი გახარია მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აქტივისტები ამბობდნენ, რომ სამინისტროსგან უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღეს, რის გამოც მსვლელობა დაგემილი ფორმით ვერ ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S