Accentnews.ge
გახარიას თქმით, ოფისის გახსნაზე შუქი ჩაუქრეს

გახარიას თქმით, ოფისის გახსნაზე შუქი ჩაუქრეს

01/07/2021 09:46:37 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში პარტიის ოფისი გახსნა და საარჩევნო კამპანია შიდა ქართლიდან დაიწყო.

მისი თქმით, პრეზენტაციის დღეს ოფისში შუქი ჩააქრეს, თუმცა, მისივე განცხადებით, ვერც ეს და ვერც სხვა წინააღმდეგობები მათ ვერ შეაჩერებს.

"ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, მიუხედავად იმისა, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დაითხოვენ კი არა, უბრალოდ გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია, საჯარო მოსამსახურეები არიან და ქვეყანას ემსახურებიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მსახურებას", - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S