გახარია: "ოცნებამ" ვერ დაიცვა თამარ ჟვანია და დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას"
01/07/2021 10:00:09 პოლიტიკა
ექს–პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” არა მხოლოდ ვერ დაიცვა, არამედ ხელი შეუწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური. ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც. როგორც ვერ დაიცვა “ქართულმა ოცნებამ” თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას”, – განაცხადა გახარიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელიც ჯერ კიდევ 21 ივნისს აცხადებდა, რომ "არსად წასვლას აპირებდა", 30 ივნისს თანამდებობიდან გადადგა.


