Accentnews.ge
კახაძე – პრაიდზე: "ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული, ჩემთვის შეიძლება, მიუღებელი იყოს"

კახაძე – პრაიდზე: "ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული, ჩემთვის შეიძლება, მიუღებელი იყოს"

01/07/2021 09:06:42 პოლიტიკა

"გამოხატვის მომხრე ვარ, მაგრამ შერჩეული ადგილი შეიძლება, მიუღებელი იყოს", – ამის შესახებ დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძემ ღირსების მარშის გამართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ადგილის შერჩევა კონსესუსის საგანი უნდა იყოს.

"სიმართლე გითხრათ, ადამიანის უფლებრივ ნაწილში ადამიანის გამოხატვის მომხრე ვარ, მაგრამ ის ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. საერთოდ ადგილის შერჩევა კონსესუსის საგანი უნდა იყოს და არაერთი ადგილია თბილისში, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. იცით რაშია საქმე, ადამიანის უფლებრივი ნაწილი ყოველთვის ორ შემთხვევაზე გადის; ერთი, როდესაც მე მაქვს უფლება და მეორე, როცა სხვის უფლებას პატივი უნდა ვცეთ, ეს შეთანხმებული უნდა იყოს", – განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის: 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის" კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროს სადგურთან დაგეგმილია ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტროს სადგურთან კარვები გაშალონ და "პრაიდს" ხელი შეუშალონ.

29 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მიმართა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.

უკვე წლებია, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად "პრაიდის" ჩატარებას ვერ ახერხებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S