Accentnews.ge
კუჭავა – "პრაიდზე": "ვიმედოვნებ, სამართალდამცველებს არ ექნებათ გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას"

კუჭავა – "პრაიდზე": "ვიმედოვნებ, სამართალდამცველებს არ ექნებათ გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას"

01/07/2021 07:50:33 პოლიტიკა

"ვიმედოვნებ, არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახის ძალადობა თავიდან იქნას არიდებული.

„სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. იმედი მაქვს, რომ არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას. ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს არიდებული ყველა სახის ძალადობა. ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას და შესაბამისად, ძალადობის განხორციელებას, მეეჭვება ადამიანი ვინც შეიძლება იყოს ამის მომხრე",- განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის: 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის" კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროს სადგურთან დაგეგმილია ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტროს სადგურთან კარვები გაშალონ და "პრაიდს" ხელი შეუშალონ.

29 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მიმართა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.

უკვე წლებია, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად "პრაიდის" ჩატარებას ვერ ახერხებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S